უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციული...

trr

უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების პროექტთან დაკავშირებით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/04/2016

2016 წლის ორ და სამ აპრილს კახეთში, სასტუმრო „ლოპოტა რეზორტში“ უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფისა“ და უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა განსაზღვრეს სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტები, ასევე, განიხილეს სასამართლოს აპარატის სტრუქტურის გენერალური მოდელი. დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები და სასამართლოს აპარატის სტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალურად შეთანხმდნენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის სიახლეების შესახებ და უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს გააცნო სასამართლოს განვითარების სამომავლო გეგმები.

უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში, ასევე იმსჯელეს განვითარების სამომავლო გეგმებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi