ნინო გვენეტაძე ევროპარლამენტის იურიდიულ...

df

ნინო გვენეტაძე ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 31/03/2016

ნინო გვენეტაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო პარტიის წევრი ბ-ნ პაველ სვობოდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ქ-ნ ფრანჩესკა მელტრამენი, ბ-ნ ფრანცისკო რუიზ-რისუენოსა, ქ-ნ ჰეიდი ჰაუტელა და ბ-ნ მანგუს ნორდანსკოგი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ქ-ნ ნინო გვენეტაძე დელეგაციის წევრებს ესაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმოიხილა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო წინადადებები, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ინდივიდუალური დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

ქ-ნ ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების პროექტის დანერგვაზე. „შეიცვლება საქმეთა ანბანური და რიგითობის საწყისებზე განაწილების არსებული მექანიზმი საქმეთა ავტომატური ელექტრონული განაწილებით, შემთხვევითი და მოსამართლეთა თანაბარი დატვირთვის მექანიზმით, რაც აღმოფხვრის არაერთ უხერხულ კითხვას, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობის საკითხს, აღმოფხვრის თავად მოსამართლეთა შორის არსებულ უკმაყოფილებას საქმეთა განაწილების ხარვეზებთან დაკავშირებით და სამართალწარმოების მონაწილე მხარეთა უნდობლობას, რომელიც რიგ შემთხვევებში ეხება საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე განაწილებას“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

შეხვედრაზე ქ-ნ ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა სარეფორმო წინადადებები, რომლებიც უკავშირდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებასა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სტანდარტის ამაღლებას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ეფექტურად გამოყენების ჭრილში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან, ბ-ნ გუიდო რაიმონდთან შედგა შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC) ქართული ანალოგის შექმნის თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტის, როლზე.

ქ-ნ ნინო გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ყველა აქტივობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება.

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ქ-ნ ნინო გვენეტაძეს ინფორმაციის მიწოდებისთვის და მართლმსაჯულების განვითარების კუთხით გაწეული ძალისხმევისათვის.

შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინათ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

დასასრულს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi