26-27 მარტს საერთო სასამართლოებში სასამართლო...

h

26-27 მარტს საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენის თაობაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა

გამოქვეყნებულია: 28/03/2016

2016 წლის 26 და 27 მარტს ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCE) ფარგლებში გაიმართა საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენის თაობაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.

სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან მიმართებით სლოვენიის გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიციური რეკომენდაციების გაცემის მიზნით, სამუშაო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმა, ქ-ნ ნატაშა პირს მუსარმა. მონაწილეებმა იმსჯელეს სასამართლო აქტებში ინფორმაციის დამუშავების წესზე, კერძოდ, განიხილეს ყველა სასამართლოსთვის ერთიანი ბაზის შექმნის საკითხი, ასევე, ინფორმაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის, სასამართლოს თანაშემწის და ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეიმუშავეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტულ მონაცემთა დაფარვის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის პროექტი წარედგინება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისაღებად.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბ-ნ ნუგზარ სხირტლაძემ; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ბ-ნ შოთა გეწაძემ; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქ-ნ ხატია არდაზაშვილმა; ევროსაბჭოს პროექტის წარმომადგენელმა, ქ-ნ თინათინ უფლისაშვილმა; უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა; ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi