უზენაეს სასამართლოში არასრულწლოვანთა...

ssss

უზენაეს სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 23/03/2016

2016 წლის 23 მარტს უზენაეს სასამართლოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებითა და უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე და მასში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეები და დარგის სხვა სპეციალისტები. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიმოიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, მათ შორის, იმსჯელეს სოციალური მუშაკების, როგორც არასრულწლოვანთა წარმომადგენლების, ჩართვის აუცილებლობაზე სასამართლო პროცესის დროს. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრობლემას წარმოადგენს სოციალურ მუშაკთა ვიწრო სპეციალიზაციის არ ქონა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში პრობაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს არასრულწლოვნებთან მიმართებით წინასასამართლო მოკვლევის ანგარიში. 

შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგისა და აზრთა გაცვლის რეჟიმში, მონაწილეებმა გამოკვეთეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული ხარვეზები და იმსჯელეს მათი გამოსწორების გზებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi