იმიტირებულ პროცესებში გამარჯვებულები...

amerikis elchi

იმიტირებულ პროცესებში გამარჯვებულები კონსტანტინე კუბლაშვილმა და ამერიკის ელჩმა დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია: 03/12/2011

2011 წლის 2 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში კონსტანტინე კუბლაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა სისხლის სამართალში ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, იურიდიული პროფესიული გაერთიანებების შესაძლებლობების გაძლიერებასა და იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობას იღებდა 10 უმაღლესი სასწავლებელი.
შესარჩევი ტური ჩატარდა 1 დეკემბერს, ხოლო ნახევარ ფინალი და ფინალი 2 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა.

ჯონ ბასმა დადებითად შეაფასა სტუდენტთა მონაწილეობა ამ პროექტში: „მოხარულები ვართ, რომ შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, და ჩვენი მხარდაჭერაც ამ მხრივ, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ სტუდენტებს სწავლის დამთავრების შემდეგ წარმოდგენა ჰქონდეთ, რას უნდა ელოდნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ სამართლიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება, რაც კანონის უზენაესობის წინაპირობაა. ამ მხრივ პროგრესი საქართველოს უდავოდ აქვს. დღევანდელი შეჯიბრების შედეგად ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
თუმცა ჩემი აზრით ყველა მონაწილე გუნდი გამარჯვებულია, ვინაიდან მათ შეჯიბრში მონაწილეობით პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს“.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi