უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

AD

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა საჯარო ლექცია, თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“

გამოქვეყნებულია: 16/03/2016

/files/upload-file/photo/aqda.jpg

2016 წლის 14 მარტს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა საჯარო ლექცია, თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“.

ლექციაზე მომხსენებელმა განიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ ლექციაზე აღნიშნა, რომ არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ქართულ მართლმსაჯულების ისტორიაში მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს, რადგან მიზნად ისახავს შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს უწყობს სისხლის სამართლის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა სათანადო რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას.

ლექციის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევების, განხორციელებული და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi