ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ...

s

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია: 11/03/2016

2016 წლის 11 მარტს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში გაიხსნა საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა.

საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და მის მიზანს წარმოადგენს, შეიმუშაოს რეკომენდაციები საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების გაცემის წესისა და გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაცვით მესამე პირებისთვის გადაცემის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ; ევროსაბჭოს პროექტის წარმომადგენელმა, ბ-ნ მამუკა ანდღულაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა ბატონმა გრეჰემ სუტონმა.

დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ფორმატში მონაწილეები განიხილავენ სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს, პერსონალური მონაცემების დაცვის პრაქტიკასა და ბალანსს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. საერთაშორისო ექსპერტი ბ-ნი გრეჰემ სუტონი აღნიშნულ საკითხს მიმოიხილავს სამართლიანი სასამართლოსა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლების ჭრილში, ასევე, ისაუბრებს პერსონალური მონაცემების დაცვის, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებებში პირთა იდენტიფიცირების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესზე, თუ რა ფორმით უნდა გამოქვეყნდეს სასამართლო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ, სისხლის და სამოქალაქო წარმოების საქმეებზე.

სამუშაო შეხვედაზე აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში საერთაშორისო ექსპერტი იმსჯელებს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილ მოსაზრებებზე.

სამუშაო ჯგუფის შემადგენოლობაში შედიან:უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi