საქართველოს უზენაესმა სასამართლომ...

logo

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 02/12/2011

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც განასხვავა თაღლითობისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების საფუძველზე მსჯავრდების შემთხვევები.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად, მსჯავრდებულებმა დ. ყ-შვილმა და ბ. ბ-ძემ გამოძახებით დაიქირავეს ტაქსი, რომლითაც იმგზავრეს წყალტუბოს რაიონში, სადაც ტაქსის მძღოლის მოთხოვნაზე _ გადაეხადათ მგზავრობის დანახარჯი – 55 ლარი, მას განუცხადეს, რომ თანხა არ ჰქონდათ და სანაცვლოდ დაუტოვეს დ. ყ-შვილის პლასტიკური ვიზა-ბარათი მისი ზუსტი პერსონალური მონაცემებით, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ დაზარალებული ნახა ბ. ბ-ძემ და გადასცა მგზავრობის ღირებულების ნაწილი.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ მისცა სამართლებრივად აშკარად არასწორი შეფასება, როდესაც მსჯავრდებულების ქმედება დააკვალიფიცირა როგორც თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, ვინაიდან თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს ან თავისი ნებით თმობს უფლებას მასზე. მოცემულ შემთხვევაში კი არც ბ. ბ-ძე და არც დ. ყ-შვილი არ დაუფლებია დაზარალებულის კუთვნილ ფულს ან რაიმე სხვა ნივთს, ასეთი რამ დადგენილი არ არის. მათ დაზარალებულს არ გადაუხადეს ტაქსით მგზავრობის ღირებულება, ანუ ის თანხა, რომელიც პ. ჯ-იანს მათგან უნდა მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო, რაც იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედების შემადგენლობას, როგორიცაა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით. მოცემულ შემთხვევაში ქონების ანუ ავტომანქანის მესაკუთრემ განიცადა ქონებრივი ზიანი იმ მხრივ, რომ მისი კუთვნილი ტაქსით ისარგებლეს მსჯავრდებულებმა, მგზავრობის ღირებულება კი არ გადაუხადეს, ხოლო მოტყუებას რომ ჰქონდა ადგილი, დასტურდება შემდეგი გარემოებით: როდესაც ტაქსი გამოიძახეს, მსჯავრდებულებმა წინდაწინვე იცოდნენ, რომ მგზავრობის ღირებულების ასანაზღაურებელი თანხა არ ჰქონდათ და ამის შესახებ ტაქსის მესაკუთრე არ გააფრთხილეს. მართალია, შემდგომში ბ. ბ-ძემ მას მიუტანა თანხის ნაწილი, მაგრამ ეს უკანასკნელი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ჩადენილი დანაშაულის ქმედითი მონანიება, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის ზომის განსაზღვრისას. ასეთივე მნიშვნელობა უნდა მიეცეს იმ ფაქტს, რომ დ. ყ-შვილმა დაზარალებულს დაუტოვა თავისი საკრედიტო ვიზა-ბარათი.

საკასაციო პალატამ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, როგორც ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi