საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

fw

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 07/03/2016

2016 წლის 7 მარტს  საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენები, ასევე, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაფიქსირებული ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგები.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის ინიცირებით პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში შესატანი საკანონმდებლო წინადადების პროექტზე, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას.

ნინო გვენეტაძემ სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდა იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი აქტივობების შესახებ, რომლებიც გატარდა გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის სრულ მზადყოფნაში მოყვანის მიზნით. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.

დამატებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უზენაეს სასამართლოსა და სახალხო დამცველს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლიც ითვალისიწნებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და დასკვნების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს აქტიური თანამშრომლობის ფორმატში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით მჭიდრო კონსულტაციების  სამომავლო შესაძლებლობები. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi