უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესის...

ey

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 04/03/2016

2016 წლის 4 მარტს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი  ნინო გვენეტაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

ნინო გვენეტაძე ელჩს ესაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, ხედვებსა და პრიორიტეტებზე, ასევე, ზოგადად მიმოიხილა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ინდივიდუალური დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიღებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა სამართლებრივ პროექტებში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi