უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის...

fj

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები საერთაშორისო ექსპერტს, ჯეიმს მოლიტერნოს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 02/03/2016

2016 წლის ორ მარტს უზენაეს სასამართლოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  პროექტის „საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის“ (PROLoG) ფარგლებში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრებსა და საერთაშორისო ექსპერტს, ჯეიმს მოლიტერნოს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე, კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს  სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა მიმოიხილა დისციპლინურ სამართლაწარმოებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები: მაია ვაჩაძე, ვასილ რიონიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე; უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი; ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები; აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ინსტიტუციური განვითარების მიმართულების დირექტორი ირინა ლორთქიფანიძე და ინსტიტუციური განვითრების მიმართულების კოორდინატორი ნინო ცხვარიაშვილი.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi