უზენაეს სასამართლოში საკონსულტაციო კომპანია...

gp

უზენაეს სასამართლოში საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფთან“ შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/03/2016

2016 წლის პირველ მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ შეხვედრა გამართა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ წარმომადგენლებსა და უზენაესი სასამართლოს აპარატის განყოფილებების უფროსებთან. შეხვედრაზე თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში უკვე ერთი თვეა, რაც გამოცხადდა რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვის მიზნით უზენაეს სასამართლოში, ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით და საკონსულტაცია კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ დახმარებით შემუშავდება სასამართლოს აპარატის სტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს საქართველოს კერძო და საჯარო ორგანიზაციების მართვის სისტემების გაუმჯობესებაში.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, თანამშრომელთა და მოსამართლეთა სრული ჩართულობით, რაც გულისხმობს, რომ სტრუქტურის შემუშავების პროცესში თითოეული მათგანის აზრი და შეხედულება მოსმენილი და გათვალისწინებული იქნება. აპარატის თანამშრომლებმა გამოხატეს მხარდაჭერა პროცესისადმი და გამოთქვეს სურვილი ითანამშრომლონ კომპანიის წარმომადგენლებთან და თავიანთი შეხედულებები და იდეები მიაწოდონ სტრუქტურის გაუმჯობესების და დახვეწის მიზნით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi