ნინო გვენეტაძე ადამიანის უფლებებისა და...

yeey

ნინო გვენეტაძე ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 01/03/2016

2016 წლის პირველ მარტს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა.

ნინო გვენეტაძემ სპეციალურ მრჩეველს ესაუბრა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიმოიხილა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტის შემოღებაზე, რომელიც ითვალისწინებს საკასაციო საჩივარში კასატორი მხარეების მიერ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ნორმების მითითებას. ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC-ის) ქართული ანალოგის შექმნაზე მუშაობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებათა სამართლებრივი დასაბუთების ხარისხის ამაღლებას.

შეხვედრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ობოილს ინფორმაცია მიაწოდა, ასევე იმ ორგანიზაციული აქტივობების შესახებ, რომლებიც გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით განხორციელდა სასამართლო სისტემის სრულ მზადყოფნაში მოყვანის მიზნით.

მაიკლ ობოილმა მადლობა გადაუხადა ნინო გვენეტაძეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდება.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ადამიანის  უფლებათათანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi