უზენაესი სასამართლოს...

kj

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 27/02/2016

2016 წლის 26 თებერვალს უზენაეს სასამართლოში გაიმართა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტის - მოწმის ირიბი ჩვენება (განაგონი) და ხასიათის შესახებ მტკიცებულება სისხლის სამართლის პროცესში - განხილვა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში.

სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დამსწრე საზოგადოებას გააცნო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება განაპირობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მტკიცებულებებთან, მათ შორის, ირიბი ჩვენების დასაშვებობასთნ დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არასაკმარისი რეგულაციების არსებობამ. აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტილება, ისე - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (ODIHR) სასამართლო პროცესის მონიტორინგი. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ მწირ მითითებებს შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია, ხოლო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს - თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (სსსკ-ს 76-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებები შეიძლება იმ შემთხვევაშიც იქნეს გამოყენებული, როდესაც, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში დეტალურად განიხილეს კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები: განაგონი (hearsay)  სისხლის სამართლის პროცესში და ხასიათის შესახებ მტკიცებულება და მისი სამართლებრივი რეგულირება.

შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ადვოკატები, დარგის სპეციალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi