საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან...

rtre

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2015-2016 წლებში ავტოპარკის განახლების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები

გამოქვეყნებულია: 26/02/2016

2015 წლის 01 ივლისიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა შეიძინა და განახორციელა საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული ძველი, საბჭოთა და ამორტიზირებული   ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება 20 ერთეული ახალი, როგორც მაღალი გამავლობის მქონე, ასევე სედანის ტიპის ავტომობილებით.

2015 წელს ახალი, მაღალი გამავლობის მქონე 8 ავტომობილი (RENAULT DUSTER) გადაეცა შემდეგ სასამართლოებს: მცხეთის, საჩხერის, სიღნაღის და ცაგერის რაიონული სასამართლოებს, წალკისა და ხელვაჩაურის მაგისტრატ სასამართლოებს; ასევე  განხორციელდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ძველი და ამორტიზირებული ავტომანქანების ჩანაცვლება ახალი ავტომობილებით.

2015 წელს ასევე განხორციელდა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, გორისა და ხაშურისა რაიონული სასამართლოების ძველი, საბჭოთა, ამორტიზირებული ავტომანქანების ჩანაცვლება ახალი სედანის ტიპის ავტომანქანებით (RENAULT LOGAN), სულ 4 ერთეული.

2016 წელს 7 ახალი ავტომანქანა (RENAULT LOGAN) გადაეცა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, გორის, ხაშურის, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოებსა და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi