ნინო გვენეტაძე „ამერიკის იურისტთა ასოციაცია...

fjhfj

ნინო გვენეტაძე „ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივის“ (ABA ROLI) სათაო ოფისის ხელმძღვანელს, ელიზაბეტ ანდერსონს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 26/02/2016

2016 წლის 25 თებერვალს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძესა და „ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივის“ (ABA ROLI) სათაო ოფისის ხელმძღვანელს, საერთაშორისო ექსპერტს ქალბატონ ელიზაბეტ ანდერსონს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა რეგიონის დირექტორის მოადგილე, ბატონი მამუკა მამაცაშვილი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უცხოელ სტუმარს ესაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, ხედვებსა და პრიორიტეტებზე, ასევე, განიხილა ის პროექტები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებაში სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

საერთაშორისო ექსპერტმა, ქალბატონმა ელიზაბეტ ანდერსონმა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა  სამართლებრივ პროექტებში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე.

„ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“ (ABA ROLI) ახორციელებს სამართლებრივი რეფორმის პროგრამებს 50-მდე ქვეყანაში. საქართველოში კანონის უზენაესობის პროგრამა დაიწყო 1996 წელს, ხოლო სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა კი 1999 წელს. დღეისათვის, საქართველოში  „ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივის“ (ABA ROLI) მიმდინარე პროგრამებია: სისხლის სამართლის რეფორმა და ტრეფიკინგი და იურიდიული პროფესიის რეფორმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi