უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

wqq

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე: „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები, შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები“

გამოქვეყნებულია: 25/02/2016

2016 წლის 25 თებერვალს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე: „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები, შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები“.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ; საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ტყავაძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ბატონმა კრისტიან ურსემ.

დისციპლინური გადაცდომების, შემოთავაზებული ჩამონათალისა და განმარტებების ირგვლივ გაკეთდა მოხსენებები და წარიმართა მსჯელობა აქტიური დისკუსიის რეჟიმში. დისკუსიაში საერთაშრისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მონაწილეობას იღებდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი, ვერნის ფლორიდსდორფის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი ჰერჰარდ რაისნერი.

კონფერენციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის,იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ალექსანდრე ბარამიძე; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები; საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ვახტანგ ხმალაძე და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველი, ბატონი კახა კოჟორიძე.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi