საერთო სასამართლოებში სასამართლო...

kg

საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/02/2016

2016 წლის 24 თებერვალს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფი მუშაობს საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების გაცემის წესისა და გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაცვით მესამე პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც შემდგომში უნდა წარედგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების მესამე პირებისთვის გაცემის წესის განსაზღვრის მიზნით.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  კომუნიკაციის დისტანციური  საშაულების გამოყენებით გაცნობოდნენ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო ექსპერტების: ქალბატონი ნატაშა პირს მუსარისა (სლოვენია) და ბატონი გრეჰემ სუტონის (დიდი ბრიტანეთი) კვალიფიციურ მოსაზრებებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქატიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi