უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

mw

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოს შენობა, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გახსნა

გამოქვეყნებულია: 23/02/2016

2016 წლის 23 თებერვალს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ საზეიმოდ გახსნა სასამართლოს შენობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს დაათვალიერებინა ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საქალაქო სასამართლოს შენობა. ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით მზად არის.

„ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა, სადაც მოხდება გამოძიებისა და დაცვის მიერ შემოტანილი შუამდგომლობების საფუძველზე მოწმის დაკითხვა მოსამართლის ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ. დაკითხვას უშალოდ მხარე განახორციელებს, რომელმაც მოწმის დაკითხვა იშუამდგომლა. პროცესს ხელმძღვანელობას მოსამართლე გაუწევს. დაკითხვა დახურულ რეჟიმში იქნება. ეს ძირითადად მოწმეთა ის კატეგორია იქნება, რომლებიც გამოკითხვაზე უარს ეტყვიან როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს. სასამართლოში მოწმის დაკითხვის ფენომენი და ამ უფლებების მაღალ გარანტიაში წარმოდგენა აძლევს დასაკითხ პირს იმის გარანტიას, რომ ის იქნება დაცული. დაკითხვის დროს არ იქნება მის მიმართ მუქარა, შანტაჟი და გამოძალვა ჩვენების მიცემის დროს“ - აღნიშნა საზეიმო გახსნის ცერემონიაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ვახტანგ ხმალაძე.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi