უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პირველ...

112

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პირველ ნაფიც მსაჯულებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 24/11/2011

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა პირველ  პროცესს „ისტორიული პროცესი უწოდა“.

„მე დღეს შევხვდი ნაფიც მსაჯულებს, რადგან მაინტერესებდა მათი ემოციები, მათი განწყობა და დამოკიდებულება  პროცესის მიმართ. სწორედ ამ ნაფიც მსაჯულებს მოუწიათ პირველი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის თავად მიიღოს მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში“ – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კონსტანტინე კუბლაშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ნაფიც მსაჯულთა პროცესის გაშუქებისას მედიის როლი და პროფესიონალიზმი. „ ჟურნალისტებმა კარგად გაითავისეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრათ ნაფიც მსაჯულთა პროცესის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას. ჟურნალისტების მხრიდან არ დაფიქსირებულა არც ერთი, თუნდაც ტექნიკური ხასიათის დარღვევა, რისთვის მათ მადლობას მოვახსენებ“.

შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს  მომავალ კვირას ჩანიშნული  ნაფიც მსაჯულთა ახალი  პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi