სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია უზენაეს...

rt

სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 16/02/2016

2016 წლის 16 თებერვალს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებული სამეცნიერო პროექტის - „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“ - ფარგლებში გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ნინო გვენეტაძემ. მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ავტორთა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა სამეცნიერო პროექტის განხორციელების მიზნებზე. კერძოდ, სამეცნიერო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პროცესის საკანონმდებლო სრულყოფაში საქართველოს კანონმდებელთა ხელშეწყობა. ავტორთა ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები იმ ქმედებათა დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომელთა გადატანაც უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პროექტის ფარგლებში პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა მოქმედი სასჯელები, მათი პროპორციულობისა და ინდივიდუალიზაციის თვალსაზრისით, ასევე, ჩატარდა კვლევა სასამართლო პრაქტიკაში დღეს მოქმედი ალტერნატიული სასჯელების გამოყენების დადგენის მიზნით.

სამეცნიერო ნაშრომი „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“ წიგნად გამოიცა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს  ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi