13-14 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

ada

13-14 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითარების სამუშაო შეხვედრები გაიმართა

გამოქვეყნებულია: 14/02/2016

2016 წლის 13-14 თებერვალს  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით "ლოპოტაზე" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითრების სამუშაო შეხვედრები გაიმართა.  შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი დაფირ კრამერი, როტერდამის სტრატეგიული აკადემიის კონსულტანტი.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს  სტრატეგიის ზოგადი პრინციპები და  აღნიშნულის კონტექსტში გაანალიზეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

ორდღიან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ბატონმა ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi