საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

hg

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში იმყოფება

გამოქვეყნებულია: 01/02/2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 30 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით იმყოფება მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (გერმანია).

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია  საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრები სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.

მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, სადაც ძირითადი კვლევები ტარდება სისხლის სამართლასა და კრიმინოლოგიაში. ინსტიტუტის შექმნის ისტორია უკავშირებდა 1938 წელს პროფესორ ადოლფ შონკეს მიერ ალბერტ -ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტში  გამართულ სემინარს, თემაზე: „საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართალი“. აღნიშნული ღონისძიება გახდა სწორედ 1947 წელს საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის დაარსების საფუძველი. მოგვიანებით, 1966 წელს ინსტიტუტს „მაქს პლანკის საზოგადობასთან“  შერწყმის შემდეგ შეეცვალა დასახელება და დღეისათვის მას ეწოდება მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi