საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

hf

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გუიდო რაიმონდს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 29/01/2016

2016 წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან - გუიდო რაიმონდთან გამართა შეხვედრა.

ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე ისაუბრა მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, განსაკუთრებით აღნიშნა სარეფორმო წინადადება, რომელიც უკავშირდება საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების ე.წ. "რენდომ" პროექტის დანერგვას. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამართალწარმოების მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვას.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების დასახვეწად ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების შემოღებაა დაგეგმილი კონკრეტული ინსტიტუტების - „დამოუკიდებელი ინსპექტორისა“ და „მენეჯმენტის დეპარტამენტის“ სახით. შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ასევე  მოსამართლეთა დატვირთულობის, სამართალწარმოების ეფექტიანობის და მოსამართლეთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების საკითხებზე. ნინო გვენეტაძემ გუიდო რაიმონდს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართული ელექტრონული საძიებო სისტემის დახვეწის მიზნით, ევროსასამართლოს ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC-ის)  ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება, მით უფრო, რომ ევროკონვენციის მე-16 ოქმის ამოქმედების შემდეგ, უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემა, საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია და ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi