საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

faf

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 28/01/2016

2016 წლის 28 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხდვა.

ნინო გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გააცნო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა და გაძლიერება. ნინო გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებულ მიდგომასა და მაღალი სტანდარტის კონტექსტში, უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი და საბოლოო საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე,  ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით, მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC-ის) ქართული ანალოგის შექმნაზე მუშაობა. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უზენაეს სასამართლოს, ასევე ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებს, მიღებული გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi