საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

s

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება საფრანგეთში

გამოქვეყნებულია: 26/01/2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მიმდინარე წლის 29 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მიწვეულია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სემინარზე: „საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების წინაშე არსებული ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევები“.  მსგავსი ღონისძიებით ყოველწლიურად აღინიშნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი იურიდიული წლის დაწყება, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს. მასში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, მოწვეულნი არიან ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და პროკურორები. წლევანდელი სემინარი შედგება ორი ნაწილისგან: 1. გენოციდი, კაცობრიოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაული; 2. ტერორიზმი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 28 და 29 იანვარს დაგეგმილია უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან -  ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან -  ნილს მუჟნიეკთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან -  გუიდო რაიმონდისთან.

სემინარი საზეიმო სხდომით დაიხურება, რომელსაც უხელმძღვანელებს სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე გვიდო რაიმონდი და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - ანდრეი რჟეპლინსკი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi