სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი...

f

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 25/01/2016

23 იანვარს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა თემაზე - „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სამართლებრივი შეფასება“. შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა და თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

სხდომას საფუძვლად დაედო სამეცნიერო ჟურნალ „ცხოვრება და კანონის“ 2015 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნებული პროფ. ოთარ გამყრელიძის სტატია „ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ დადებული მსჯავრი“, რომელშიც ავტორი რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის მიმოიხილავს 1941 წლის მაისში გიგლა ბერბიჭაშვილის დაკავებისა და შემდგომ, სასამართლო პროცესებზე მიცემული ჩვენებების კონკრეტულ ეპიზოდებს, აანალიზებს ილიას მკვლელობიდან ბერბიჭაშვილის დაკავებამდე განვითარებულ რამდენიმე საგულისხმო ფაქტს და დასასრულ მსჯელობს დანაშაულის ხანდაზმულობის და სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის სამართლებრივი საფუძვლების კანონიერებაზე. აღნიშნული სტატია პირველად 1989 წელს გაზეთ „სახალხო ფრონტში“ გამოქვეყნდა.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის როგორც იურიდიულ, ისე პოლიტიკურ ასპექტებზე და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ამ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის სამართლებრივი ანალიზის საჭიროებას.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4 ფოტო5

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi