უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი...

mgm

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქუთაისის საქალაქო, წყალტუბოს მაგისტრატ და ახალციხის რაიონულ სასამართლოებში სამუშაო შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია: 24/01/2016

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს რეგიონის სასამართლოებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. 2016 წლის 24 იანვარს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ ქუთაისის საქალაქო, წყალტუბოს მაგისტრატ და ახალციხის რაიონულ  სასამართლოებში სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც, მოსამართლეებთან ერთად განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, დაათვალიერა სასამართლო შენობები და მოწმეთა დაკითხვისათვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, იქ არსებული ინფრასტრუქტურა. 

ასეთივე შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავის,ფოთის საქალაქო, მცხეთის,ოზურგეთის,ზუგდიდის, ბოლნისის რაიონულ, მარნეულის მაგისტრატ სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარემ უშუალოდ მოსამართლეებისგან მოისმინა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა, როგორც სამართლებრივ,  ასევე ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi