უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი...

rgrg

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით რეგიონის სასამართლოებში სამუშაო შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია: 23/01/2016

2016 წლის 23 იანვარს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ ოზურგეთისა და  ზუგდიდის რაიონულ, ბათუმისა და  ფოთის   საქალაქო სასამართლოებში  სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც, მოსამართლეებთან ერთად განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, დაათვალიერა სასამართლო შენობები და მოწმეთა დაკითხვისათვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, იქ არსებული ინფრასტრუქტურა. 

ასეთივე შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავის საქალაქო, მარნეულის მაგისტრატ და მცხეთისა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა სასამართლოების მონახულება და ყველა იმ საკითხების ადგილზე შესწავლა, რაც უკავშირდება გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებას.

უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარემ უშუალოდ მოსამართლეებისგან მოისმინა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა, როგორც სამართლებრივ,  ასევე ტექნიკურ და  ინფრასტრუქტურულ ასპექტებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi