სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა...

garemo

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 22/01/2016

21 იანვარს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დარგის სპეციალისტები, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის და საშუალების სამართალდამრღვევისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნების საკითხი. კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფები ახორციელებენ პატრულირებასა და ინსპექტირებას ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამ პროცესში დარღვევების გამოვლენისას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ხდება, როგორც უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა. დეპარტამენტის განცხადებით, უმეტეს შემთხვევაში, ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღი და საშუალება შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით უბრუნდებათ სამართალდამრღვევებს, რაც დეპარტამენტის აზრით ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს, ხელს უშლის სამართალდარღვევათა პრევენციას და დარღვევათა შემაკავებელი გარემოს შექმნას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაკებმა წარმოადგინეს ხე-ტყის უკანონო ჭრის, საქართველოს შიდა წყალსაცავებსა და მდინარეებზე ბრაკონიერების, უკანონო ნადირობის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა. დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების მნიშვნელობაზე. დეპარტამენტის მუშაკებმა ისაუბრეს მათ საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე, საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის, კანონმდებლობის სრულყოფის საჭიროებებზე.

სასამართლო კორპუსის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები საკანონმდებლო ნოვაციების აუცილებლობის შესახებ. აღინიშნა ამ კატეგორიის დავების პროცედურის სრულყოფის და დეპარტამენტის უფლებამოსილების გაფართოების საჭიროება იმ მიმართულებით, რომ დეპარტამენტის მუშაკების მიერ მოხდეს არა მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის ფიქსაცია, არამედ გამოვლენილ ფაქტებზე ადმინისტრაციული აქტის შედგენა. ასევე ხაზი გაესვა შედგენილი დოკუმენტაციის დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლების და სასამართლოებში წარმომადგენლობის დონის ამაღლების მნიშვნელობას.

სხდომის მონაწილეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის, დაგროვილი გამოცდილების გაზიარების და სამომავლოდ აქტუალური საკითხების ირგვლივ შეხვედრების გამართვის მზადყოფნა.

ფოტო1 ფოტო2ოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi