უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი...

gdg

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემა HUDOC-ის განყოფილების უფროსმა ბატონმა სტეფანო პალერმიტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია: 21/01/2016

2016 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემა HUDOC-ის განყოფილების უფროსმა სტეფანო პალერმიტმა  სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ  ხაზი გაუსვა ქართველი მოსამართლეებისთვის და პროცესის მონაწილე მხარეებისთვის უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემის მნიშვნელობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ექსპერტს გააცნო წინადადებები მონაცემთა ბაზის გაუმჯობესების და სამომავლო დახვეწის თაობაზე. შეხვედრას  ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს განყოფილებების ხელმძღვანელები და მათი წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის HUDOC-ის ქართული ინტერფეისის შექმნის თაობაზეც.

შეხვედრის მეორე ნაწილი  დაეთმო უზენაეს სასამართლოში არსებული მონაცემთა ბაზის  გაუმჯობესების ტექნიკური დეტალების მიმოხილვას, სადაც ბატონ პალერმიტთან ერთად მონაცემთა ბაზის ექსპერტი ფრანცის დოჰერტი იღებდა მონაწილეობას.

ექსპერტების მოწვევა და მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშორისო სტანდარტებთან  ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ - მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi