მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული...

fghfh

მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია: 13/01/2016

2016 წლის 13 იანვარს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები; ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.

მარნეულის განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. სასამართლოს, ასევე საკურიერო მომსახურების უზრუნველსაყოფად გადაეცა შესაბამისი ავტომობილები.

მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი შემოღებულ იქნა 2005 წელს დაწყებული  სასამართლო რეფორმის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა.

მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. დღეის მდგომარეობით, არსებობს 24 გაერთიანებული რაიონული (საქალაქო) სასამართლო და  42 მაგისტრი მოსამართლე.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi