უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია...

gff

უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/01/2016

2016 წლის 4 იანვარს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების წინაშე რვა ახალმა მოსამართლემ დადო.

ახლად გამწესებული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნენ. საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტური ადგილიდან  სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში დაინიშნა 38 მოსამართლე.  მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი, 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე.

ახლად გამწესებულ მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა. “დანიშნულ მოსამართლეებს ვუსურვებ, პროფესიულ წარმატებას დამოუკიდებელი სასამართლოს პრესტიჟისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად და საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ახლად დანიშნული მოსამართლეები სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორცილებას 2016 წლის 4 იანვრიდან შეუდგებიან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi