ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი პროცესი...

saqalaqo sasamartlo

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი პროცესი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 09/11/2011

2011 წლის 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობით დაიწყო სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილის მიმართ, 1994 წელს მინასიანების ოჯახზე დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობისა და ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდების საქმეზე.
ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას, რომელიც პირველი პრეცედენტია თანამედროვე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო სანდოძე უძღვება.
დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. შესავალ სიტყვამდე კი ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი და წილისყრით, აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული.
შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, იმ მოტივით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სათანადოდ ვერ განახორციელებდა ბრალდებულის ინტერესების დაცვას.
სასამართლომ, იმ მოტივით რომ არ დარღვეულიყო ბრალდებულის დაცვის უფლება ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო განხილვა გადადო 2011 წლის 10 ნოემბერს 10 საათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi