საერთო სასამართლოებში სასამართლო...

fg

საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/12/2015

2015 წლის 24 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა.

საერთო სასამართლოებში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესის დადგენისთვის სამუშაო ჯგუფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მუშაობის მიზანს წარმოადგენს, შეიმუშაოს რეკომენდაციები საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების გაცემის წესისა და გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაცვით მესამე პირებისთვის გადაცემის თაობაზე. სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები განსახილველად წარედგინება  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო სასამართლოებში გადაწყვეტილებების მესამე პირებისთვის გაცემის წესის შემუშავების მიზნით.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები,  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების გაწევის მიზნით.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi