უზენაესი სასამართლოს...

gg

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია: 23/12/2015

2015 წლის 22 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. საბჭოს განხილვის საგანს წარმოადგენდა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ წარმოადგინა ყადაღასთან დაკავშირებულ დავებზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების, ასევე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა პალატების პრაქტიკის შესწავლის შედეგები.

საბჭოს სხდომაზე, ასევე საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის მიერ გაიმართა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ ცვლილებების პროექტის იმ ნაწილის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან მიმართებით საკანონმდებლო წინადადებებს.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის რეჟიმში და მას ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადვოკატები, ასევე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi