კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია უზენაეს...

hjj

კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 22/12/2015

2015 წლის 21 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოსამართლეებისთვის. 

შეხვედრის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტმა ნანა მჭედლიძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები თემაზე: „საქართველოში დისკრიმინაციის საქმეებზე შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების გზამკვლევი“. მონაწილეებმა მიმოიხილეს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა, კერძოდ, კონსტიტუციის მე-14 მუხლის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ასევე, იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების  პრაქტიკაზე.

თებერვლის თვეში იგეგმება დისკრიმინაციის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის ჩამოყვანა და აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სწორედ იმ მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების თავმოყრა, რომელსაც მოსამართლეები პრაქტიკაში აწყდებიან და რომელთა განხილვაც შემდგომ უკვე ექსპერტთან ერთად მოხდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi