ნინო გვენეტაძე ესწრება საზოგადოებრივ ფორუმს...

erge

ნინო გვენეტაძე ესწრება საზოგადოებრივ ფორუმს თემაზე: „საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევები“

გამოქვეყნებულია: 21/12/2015

2015 წლის 21 დეკემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ესწრება საზოგადოებრივ ფორუმს თემაზე: „ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევები“.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა დუგლას ბოლიმ.

ფორუმის ფარგლებში დისკუსიის რეჟიმში მოხსენებებით წარდგებიან შემდეგ საკითხებზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მოსამართლეთა  შერჩევა-დანიშვნის პრობლემები; მოსამართლეთა სპეციალიზაცია და საქმის განაწილება საერთო სასამართლოებში.

საზოგადოებრივ ფორუმს თემაზე: „საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევები“ ორგანიზება გაუწია კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ .

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi