უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს...

kj

უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე:“ირიბი ჩვენება და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში, საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი“

გამოქვეყნებულია: 18/12/2015

2015 წლის 18 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მხარდაჭერით დაიწყო კონფერენცია თემაზე: „ირიბი ჩვენება და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში, საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ირიბ ჩევენებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით ქართული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შედარებითი ანალიზი.

კონფერენცია  გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. კონფერენციას, ასევე ესწრება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან: ფრაიბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი ჰანს-იორგ ალბრეხტი; გერმანიის მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე ბერნდ აზბროქი; გერმანიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლე აქსელ ბოთიჰერი და ფრაიბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი.

კონფერენციაში მონაწილეობენ საერთო სასამართლოს მოსამართლეები სისხლის სამართლის მიმართულებით, ადვოკატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები დისკუსიის რეჟიმში მოისმენენ მოხსენებებს შემდეგ სამ ძირითად საკითხზე: ირიბი ჩვენებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება; ახლად აღმოჩენილი გარემოებები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში და გერმანიის გარდამავალი პერიოდი -„მშვიდობიანი რევოლუცია“, როგორ შეეგუა გერმანია თავის წარსულს.

კონფერენციის შედეგებს მონაწილეები  დღის ბოლოს შესაბამისი რეკომენდაციების მიღებით  შეაჯამებენ.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi