უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების...

hfhfg

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების საკვალიფიკაციო ტესტების შემდგენლებისათვის ტრეინინგი ტარდება

გამოქვეყნებულია: 16/12/2015

2015 წლის 16 დეკემბერს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის გამოცდის ექსპერტის ჯინ გასკელის მონაწილეობით  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების საკვალიფიკაციო ტესტების შემდგენლებისათვის ტარდება ტრეინინგი თემაზე: „საგამოცდო ტესტების შედგენა და გასწორება“ .

ტრეინინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მოსამართლეების საკვალიფიკაციო ტესტების დახვეწა და გაუმჯობესება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სასამართლო კორპუსში მაღალკვალიფიციური სამოსამართლეო კადრების შემატებას.

ტრეინინგის ფარგლებში შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი: ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო (ადამიანის უფლებები) სამართლის მიმართულებით. მონაწილეები აქტიური დისკუსიისა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლის რეჟიმში შეიმუშავებენ არსებული საგამოცდო ტესტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს.

ტრეინინგი უზენაეს სასამართლოში 17 დეკემბერს შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.

ტრეინინგი ტარდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამისა (EWMI –PROLoG) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi