ნინო გვენეტაძემ ევროკავშირის პროექტის -...

ga

ნინო გვენეტაძემ ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“- შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 14/12/2015

2015 წლის 14 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ევროკავშირის პროექტის - „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“- შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების ანგარიში დამსწრე საზოგადოებას მისმა ხელმძღვანელმა, რენატე ვინთერმა, გააცნო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა,  ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ, საქართველოს მთავარმა  პროკურორმა ირაკლი შოთაძემ; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, იურიდიული დახმარების სამსახურის, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

 „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო“- აღნიშნა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი -„სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“- „Human Dynamics”-ის  მიერ სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტი ითვალისწინებდა მოსამართლეთა კორპუსის, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების, კერძო და საჯარო ადვოკატურის მხარდაჭერას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi