კონსტანტინე კუბლაშვილი ამერიკის უზენაესი...

amierikis uzenaesi sasamartlo

კონსტანტინე კუბლაშვილი ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდება

გამოქვეყნებულია: 07/11/2011

5-12 ნოემბრის ჩათვლით, ქართველი მოსამართლეები აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ქ. ვაშინგტონს ეწვივნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამერიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და ამერიკელ მოსამართლეებს შეხვდებიან.
ამერიკელი კოლეგებისგან ქართველი მოსამართლეები განაჩენის მომზადებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას.
საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ფარგლებში, დიდი ყურადღება ექცევა კვალიფიციური მოსამართლეების მომზადებას. სასამართლო გადაწყვეტილების წერის ტექნიკა კი მოსამართლის კვალიფიციურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამერიკული პრაქტიკის გაცნობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ქართველი მოსამართლეებისთვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi