ნინო გვენეტაძე საქართველოს საპატრიარქოს...

jj

ნინო გვენეტაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეწვია

გამოქვეყნებულია: 10/12/2015

2015 წლის 10 დეკემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლექცია წაიკითხა.

ნინო გვენეტაძე ქართული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობის სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრა საქართველოში მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე. უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარემ მსმენელებს გააცნო სასამართლო სისტემის პრიორიტეტები და მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

ლექციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მომხსენებლისთვის დაესვა საინტერესო შეკითხვები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უზენაეს სასამართლოსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის უახლოეს პერიოდში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

შეხვედრის დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სტუმრობისათვის და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტების სახელით ნინო გვენეტაძეს საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა.

ფოტო1

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi