უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა 2015...

gdd

უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა 2015 წლის აქტივისტის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია: 11/12/2015

2015 წლის 11 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების მოწყობა, მონაწილე უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ნინო გვენეტაძის განცხადებით, მსგავსი სახის პროექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცების თვალსაზრისით. უზენაესი სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, მომავალშიც კვლავ აქტიურად იყოს ჩართული მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პროექტებში.

ღონისძიებაზე კვირეულის ორგანიზატორმა ექვსმა უნივერსიტეტმა: თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; საქართველოს უნივერსიტეტმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა; ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, ერთობლივად გამოავლინეს ნომინაციაში:  „ადამიანის უფლებათა 2015 წლის აქტივისტი“ – „ქალთა მოძრაობა“.

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული ჩატარდა 7-11 დეკემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ((EWMI-PROLoG), სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და თბილისის მედიათეკების გაერთიანების მხარდაჭერით.

ფოტო1

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi