იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და ევროპის...

n

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში უზენაეს სასამართლოს ეწვია

გამოქვეყნებულია: 10/12/2015

2015 წლის 10 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი “- ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან შთორქსმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროექტი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ფარგლებში პირველი არ არის. წინა პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის გაძლიერება“, რომელიც დაიწყო 2011 წელს და დასრულდა 2014 წელს, ასევე მიზნად ისახავდა წევრ ქვეყნებში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ხელშეწყობას. როგორც წინა, ისე მიმდინარე პროექტის ფარგლებში წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები აქტუალურია ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემის თვალსაზრისით“- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაადგება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის პროცესს.

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა დელეგატებს გააცნო მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმები და აღნიშნა, რომ: „ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, ეს ეტაპი გადამწყვეტია იმიტომ, რომ  არის რთული მოიპოვო კომპრომისი, მოიპოვო კონსენსუსი იმ მასშტაბურ რეფორმებზე, რაც იუსტიციის სამინსიტროს ხელმძღვანელობით, ახლა უკვე რამდენიმე თვეა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელშეწყობით ტარდება“.

მესამე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში დელეგატები მიმოიხილავენ მონაწილე ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ევროპულ და სხვა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე იმსჯელებენ უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატების დამოუკიდებლობის გაზრდის, საკანონმდებლო რეგულირების დახვეწისა და ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობებზე.

უზენაეს სასამართლოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი“ - ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ა/წ 11 დეკემბერს შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi