უზენაესი სასამართლოს...

g

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია: 04/12/2015

2015 წლის 4 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სისხლის სამართლის მიმართულებით. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტან ხმალაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საბჭოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის რამდენიმე გადაწყვეტილება, კერძოდ: 2015 წლის 24  ოქტომბრის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან დაკავშირებით, 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე წინასწარი პატიმრობის 9 თვიან ვადასთან დაკავშირებით და 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით.

სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალშიც ინტენსიურად გაიმართოს მსგავსი ფორმატის შეხვედრები საკონსტიტუციო სასამართლოს მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები დააფიქსირებენ საინფორმაციო პოზიციებს მაღალი საზოგადოებრივ ინტერესის მატარებელ საქმეებთა დაკავშირებით.

შეხვედრაზე პირველ საკითხად განიხილეს 2015 წლის 24 ოქტომბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე:  „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დადგენილი სანქციის პროპორციულობას. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა, არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, სადისკუსიო თემად წამოჭრეს  სსკ-ის 260-ე მუხლის ფარგლებში ალტერნატიული სასჯელის შეფარდების, ნარკოტიკული საშუალებების სახეობისა და  ოდენობების ამომწურავად განსაზღვრის საკითხები.

აქტიური დისკუსიის ფორმატში, სხდომის მონაწილეები ასევე, შეეხნენ პრაქტიკაში, ირიბ ჩვენებებთან და წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და  ამ მიმართებით, საერთაშორისო გამოცდილებას.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi