ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის...

ccc

ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 02/12/2015

2015 წლის ორ დეკემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

ნინო გვენეტაძემ ევროკავშირის ელჩს გააცნო სასამართლო სისტემის სამომავლო ხედვები და პრიორიტეტები, ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.  უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე მიმოიხილა მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

„ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლებამ შეასრულოს როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო ვალდებულებები. მათ შორის, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას მაქსიმალური თანამშრომლობისათვის ამ და სხვა ნებისმიერ საკითხზე, რაც მართლმსაჯულების გაძლიერებას ეხება საქართველოში“- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა“ წარმომადგენელი, ბატონი პიტერ დენისი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi