უზენაეს სასამართლოში წიგნის -„საქართველოს...

a

უზენაეს სასამართლოში წიგნის -„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 01/12/2015

2015 წლის პირველ დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ (INL), „ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივასთან“ (ABA ROLI) ერთობლივად უზენაეს სასამართლოში წარადგინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (CPC) ახლადგამოქვეყნებული კომენტარები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს, პოლიციის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ტერნერმა; საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, სსსკ-ის კომენტარის თანაავტორმა ლალი ფაფიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება საქართველოს მხარდაჭერა კანონის უზენაესობის რეფორმის სფეროში, სისხლის სამართლის საპროცესო (CPC) კოდექსი კი ამ პროცესის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამერიკის იურისტთა ასოციაციამ (ABA) დამსწრე საზოგადოებას გააცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები, რომელიც მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატთა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4 ფოტო5

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi