„სისხლისსამართლებრივ გადაცდომათა კოდექსის“...

sdgsdgsd

„სისხლისსამართლებრივ გადაცდომათა კოდექსის“ პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 29/11/2015

2015 წლის 28 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში შექმნილი „სისხლისსამართლებრივ გადაცდომათა კოდექსის“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული სისხლის სამართლის (სისხლისსამართლებრივი გადაცდომების) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონცეფციის შემუშავება, კანონპროექტის შექმნა და ადვოკატირება.

შეხვედრის მონაწილეებს „სისხლისსამართლებრივ გადაცდომათა კოდექსი“  გააცნო ავტორთა კოლექტივმა, რომელშიც შედიან: მერაბ ტურავა, დავით სულაქველიძე, ლევან ხარანაული და გიორგი დგებუაძე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi