ნინო გვენეტაძე ამერიკის ელჩს შეხვდა

bdbd

ნინო გვენეტაძე ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 25/11/2015

2015 წლის 25 ნოემბერს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან კელის შეხვდა.

ნინო გვენეტაძემ ელჩს გააცნო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკონონმდებლო ცვლილებები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში ამერიკელი ხალხის აქტიური თანადგომა და განსაკუთრებული წვლილი.

ელჩმა მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მართლმსჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi